მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

მსახიობი კახი კავსაძე - Pia.ge

კახი კავსაძე, პოსტკოვიდური გართულებებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

მსახიობმა კორონავირუსი დაამარცხა და შემდეგ კლინიკიდან გაწერეს, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა PIA.GE-სთან შეაფასა.

„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მსახიობი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 14 დეკემბერს გაწერეს. 28 ნოემბერს კი, კახი კავსაძე საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.