მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხაზარაძე, რომელმაც ბრიტანელ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების კომპანია, ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი პოტენციური ინვესტორის შესარჩევად ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„პასუხად მამუკა ხაზარაძე და „ლელოს“ სხვა პოლიტიკანები ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობენ.
ხაზარაძე, რომელმაც:

- სახელმწიფოსგან განსხვავებით, საკუთარი ვალდებულებები მრავალჯერ ვერ შეასრულა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან მიმართებაში;

- ბრიტანულ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ყაზახური კომპანია.

- სააკაშვილის რეჟიმის დროს, პროკურატურის მეშვეობით მიიტაცა ბანკი „კონსტანტა“ და სხვა ბიზნესები.

მალე „კონსტანტაზე“ ვერდიქტს გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო და საკადრის პასუხს გასცემს ამ ვერშემდგარ პოლიტიკოსსა და მტაცებელ კომერსანტს.

ნუ იდარდებენ „ლელოში“, არც ჩინური და არც რუსული კომპანია შემოვა ანაკლიაში. დიდი ალბათობით, ეს იქნება ძლიერი საერთაშორისო ბიზნესაქტორი“, - აღნიშნავს გია აბაშიძე.