მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

აჭარის საავტომობილო

აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

„პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები და ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

აღნიშნული გზა დაუკავშირდება ქობულეთი-ჭახათი ცხემვლანას საავტომობილო გზას და რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება.