მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პლასტმასის ბოთლების გვირაბი, შიმშილობით დაავადებული ბავშვები, მზის ამოსვლა მოჰავეს უდაბნოში - 4 ოქტომბრის მსოფლიო ფოტოებში

4 ოქტომბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 4 ოქტომბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

მე-15 საუკუნის გობელენი ოთხწლიანი კონსერვაციის სამუშაოების შემდეგ მონტაკუტის სახლში გამოფენაზე დააბრუნეს.
სომერსეტი, დიდი ბრიტანეთი 📸 ჯეიმს დობსონი/National Trust

კონკურენტები ეროვნული გალოპის საცხენოსნო ფესტივალის ფინალში.
ბუდაპეშტი, უნგრეთი 📸 Xinhua/Rex/Shutterstock

ადამიანები ბენდ-ე-ამირ-ის ტბაზე ნავებით სეირნობენ.
ბამიანი, ავღანეთი 📸 ბიულენტ კალიჩი/AFP/Getty images

მზის ამოსლა გზების უზარმაზარ ქსელზე, რომელიც მოჰავეს უდაბნოში გადის.
კალიფორნია, აშშ 📸 რობინ ბეკი / AFP / Getty images

ქალი დგას ძლიერი წვიმების შედეგად დატბორილ საკუთარ სახლში.
ნონტაბური, ტაილანდი 📸 Phobthum Yingpaiboonsuk/SOPA I/REX/Shutterstock

პელიკანი ზღვისპირა თევზჭერის უბანში.
სენტ ლუისი, სენეგალი 📸 ჯონ უესელსი/AFP/Getty images

დაღვრილი ნავთობი ტალბერტის მკვდარი წყლის ჭაობში.
კალიფორნია, აშშ 📸 დევიდ მაკნიუ / AFP / Getty images

ხალხი დადის „ტეროვონგან 4444“ გვირაბში, რომელიც აშენდა იმ პლასტმასის ბოთლებით, რომლებიც ქალაქის სამი მდინარიდან სამი წლის განმავლობაში ამოიღეს.
სურაბაია, ინდონეზია 📸 როიტერი

ლავა აგრძელებს ამოფრქვევას კუმბრ ვიეას ვულკანიდან.
ლა პალმა, კანარის კუნძულები 📸 კარლოს დე საა/EPA

არასათანადო კვების გამო დაავადებული ბავშვებიმირვეისის საავადმყოფოში მკურნალობენ.
ყანდაჰარი, ავღანეთი 📸 ბიულენტ კალიჩი/AFP/ Getty images

კოვიდრეგულაციების შემსუბუქების შემდეგ სტუდენტები მედრესეში ბრუნდებიან.
პალუ, ინდონეზია 📸 ადი პრანატა/ZUMA/REX/Shutterstock

ვეტერინარი წერს რეცეპტს საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შინაური ცხოველების უფასო გამოკვლევის აქციაზე.
კარაკასი, ვენესუელა📸 ხავიერ კამპოსი/NurPhoto/REX/Shutterstock

ბელგიელი სტან დეულფი ფინიშთან, მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო პარიზ-რუბა ერთდღიან რიგით 118-ე ველორბოლაში.
რუბა, საფრანგეთი 📸 ენ-ქრისტინ პუჟულატი / AFP / Getty images

მეთევზეები ლიბანის დედაქალაქის სანაპიროზე.
ბეირუთი, ლიბანი 📸 Xinhua/Rex/Shutterstock

ქართული ნაგაზის ლეკვები თუშეთისკენ ცხენით მიჰყავთ
თუშეთი, საქართველო 📸 Hostel Tishe Tusheti