მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეისი 93 - 11 სექტემბრის ტერაქტი ფოტოებში

წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის წინ მყოფი ხალხის რეაქცია, ისინი ქვემოდან უყურებენ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს.

2001 წლის 11 სექტემბერი - დღე, რომელმაც 20 წლის წინ მსოფლიო შეცვალა და შეძრა.

სურათზე American Airlines-ის რეისი 11 ჩანს. ეს იყო პირველი თვითმფრინავი, რომელიც სავაჭრო ცენტრს დაეჯახა. რეისი 11 აფრინდა ბოსტონიდან და დაგეგმილი იყო ფრენა ლოს-ანჯელესში.
Courtesy Jules Nedaut

ხალხი უყურებს როგორ იწვის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი.
ნიუ-იორკი📸Spencer Platt/Getty Images

ჩრდილოეთ კოშკიდან ცეცხლი და კვამლი ჩანს.
Jose Jimenez/Primera Hora/📸Getty Images

მამაკაცი ხტება მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კოშკიდან. ამ ფოტოს გამოქვეყნებამ, რომელიც გადაიღო რიჩარდ დრიუმ, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, დრიუს უგრძნობი უწოდეს.
რიჩარდ დრიუ📸AP

ჩრდილოეთ კოშკზე დარტყმიდან 17 წუთის შემდეგ, დილის 9:03 საათზე, United Airlines–ის რეისი 175 მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკში შეფრინდა.
Carmen Taylor📸AP

წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის წინ მყოფი ხალხის რეაქცია, ისინი უყურებენ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს.
Marty Lederhandler📸AP

თეთრი სახლის შტაბის უფროსი ენდრიუ კარდი უჩურჩულებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშს ყურში, როდესაც ბუში ფლორიდის სარასოტაში დაწყებით სკოლას სტუმრობდა - „ამერიკა თავდასხმის ქვეშაა”.
Paul J. Richards📸AFP/Getty Images

ფეხით მოსიარულეები უყურებენ ცეცხლმოკიდებულ კოშკებს.
Henny Ray Abrams📸AFP/Getty Images

პენტაგონის უსაფრთხოების კამერის სათვალთვალო ვიდეოში ნაჩვენებია ცეცხლის ბურთი, რომელიც შენობის სამხრეთ-დასავლეთიდან ამოდის მას შემდეგ, რაც American Airlines Flight 77 დაეჯახა, დილის 9:37 საათზე.
Department of Defense

მეხანძრეები ცდილობენ გააკონტროლონ ცეცხლი პენტაგონში.
Alex Wong📸Getty Images

გადაუდებელი ოპერაციების ცენტრიდან ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ტელეფონით ესაუბრება პრეზიდენტს.
Smith Collection/Gado📸Getty Images

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთი კოშკი დილის 9:59 საათზე ჩამოინგრა.
Gulnara Samoilova📸AP

ხალხი გამორბის შენობის ნგრევისას.
Suzanne Plunkett📸AP

მტვრის ღრუბელი დანგრეული შენობიდან 2 მამაკაცს ფარავს.
Mario Tama📸Getty Images

დილის 10:03 საათზე, United Airlines–ის რეისი 93 - რომელიც მიფრინავდა ნიუ ჯერსიდან, სან ფრანცისკოში, მინდორში ჩამოვარდა, პენსილვანიის შტატში, შენქსვილთან ახლოს.
David Maxwell📸AFP/Getty Images

სამხედრო მანქანები მიემართებიან 93-ის კატასტროფის ადგილზე.
David Maxwell📸Getty Images

ბუში ესაუბრება ჩეინს Air Force One–ის ბორტზე, ნებრასკაში, Offutt–ის საავიაციო ბაზის დატოვების შემდეგ. ის ნებრასკაში გაფრინდა დროებით უსაფრთხოების მიზნით.
Eric Draper/The White House📸Getty Images

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკი ჩამოინგრა დილის 10:28 საათზე, პირველ შეტევასა და ორივე კოშკის ჩამონგრევას შორის დრო იყო 102 წუთი.
Louis Lanzano📸AP

კვამლისა და ნამსხვრევების მასიური ღრუბელი ავსებს ქვედა მანჰეტენს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კოშკი დაინგრა.
New York Police Department

New York Daily News–ის ფოტოგრაფს დევიდ ჰანდშუხის ფეხი დაუზიანდა ჩამონგრევის დროს.
Todd Maisel📸NY Daily News Archive via Getty Images

ნიუ-იორკელი მეხანძრე.
Universal History Archive📸Universal Images Group via Getty Images

მტვრით დაფარულ ნიუ-იორკის ქუჩებში დარბიან კოშკების ჩამონგრევის შემდეგ.
Diane Bondareff📸AP

ხალხი ნიუ-იორკში მტვრის ღრუბელში.
Amy Sancetta📸AP

კონგრესის წევრები იკრიბებიან კაპიტოლიუმში და მღერიან „ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, ტერორისტული თავდასხმების დაგმობის მიზნით.
Kevin Clark📸The Washington Post via Getty Images

მტვრით დაფარული მარსის ბორდერსი, მას შემდეგ რაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კოშკი ჩამოინგრა. ბორდერსი, ცნობილი გახდა როგორც „მტვრის ლედი“.
Stan Honda📸AFP/Getty Images

მტვერი, ნაცარი და ნანგრევები ფარავს ყველაფერს ქვედა მანჰეტენის ქუჩაზე.
Boudicon One📸AP

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევები.
Alexandre Fuchs📸AP

ბუში 11 სექტემბრის საღამოს საზოგადოებას მიმართავს. „ტერორისტულმა თავდასხმებმა შეიძლება შეარყოს ჩვენი უდიდესი შენობების საფუძვლები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ შეეხონ ამერიკის საფუძველს“.
Frank Johnston📸The Washington Post via Getty Images

ხალხი ნიუ-იორკში, თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ გარდაცვლილებისთვის სანთლებს ანთებს.
Lynn Johnson📸National Geographic via Getty Images

ამავე თემაზე:

149 წუთი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა - BBC 11 სექტემბრის ტერაქტზე