მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შიდა სივრცეებში პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ იზღუდება

რესტორნები

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან იხსნება საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვები, გარდა შაბათ-კვირისა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტს იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება.

„კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ გვაქვს დადებითი დინამიკა ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელივანია, შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა. ამიტომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს განვახორციელებთ. ორ კვირაში დაკვირვების შედეგად თუ გვექნება შემსუბუქების შესაძლებლობა, შაბათ-კვირის შეზღუდვებიც იქნება მოხსნილი.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირი არის დარღვევები, როცა სახეზე გვაქვს სოციალური ღონისძიება, რომელიც არის აკრძალული. ანუ, ისეთი ღონისძიება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ერთ სივრცეში თავშეყრა ხდება და ასეთ დროს დაყოვნების ხარისხი არის ძალიან დიდი.

მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.