მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიტყვის თავისუფლება ტყუილის ტირაჟირებას არ ნიშნავს - დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაზე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

მისი თქმით, ნოდარ მელაძის შოუში გასული აუდიო ჩანაწერი მოდელირებული და გაყალბებულია.

„საქართველოს პროკურატურამ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნიდან ირკვევა, ნოდარ მელაძის შოუში გასული აუდიო ჩანაწერი მოდელირებული და გაყალბებულია. ტვ პირველმა, ხელოვნური ჩარევის შედეგად სხვადასხვა სიტყვების დამახინჯებით შედგენილი ტექსტი რეალობაა წარმოაჩინა, რაც ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობას წარმოადგენდა. საბედნიეროდ, შედეგი მიუღწეველი დარჩა.

მნიშვნელოვანია ორი ასპექტი, რომელზეც აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აუდიო ჩანაწერები უკანონო გზით 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არის მოპოვებული, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, სადაც თითოეულ ჩვენგანს უკანონოდ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. მიშას დროს ხომ მოსმენის მანკიერი პრაქტიკის არსებობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, ვისი ბრძანებით მოხდა უკანონო მიყურადება და ვინ მოახდინა აუდიოჩანაწერის ასეთი ფორმით ჩამოყალიბება, თუ ამაში რაიმე ფორმით მაინც არის ჩართული ნოდარ მელაძე ან ტვ პირველი, რა თქმა უნდა, პასუხი მკაცრად უნდა აგოს, სიტყვის თავისუფლება, ტყუილის ტირაჟირებას არ ნიშნავს!“ - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.