მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ტერევენკოს ქუჩა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და გზის მოწესრიგება დაიწყო.

პროექტით გათვალისწინებულია 2 240 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტისა და ბორდიურის მოწყობა, ასევე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოეწყობა გამწვანების ზოლი. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნულ ქუჩაზე, წვიმის დროს წყალი გუბდებოდა, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიხედვით, 180 გრძ/მ სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები მოეწყო.

პროექტის დასრულება მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება. სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.