მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო და იაგო კომედი შოუში, ხელთნაკეთი პირბადეების აკრძალვა - 26 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მმართველ გუნდს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. განცხადების ხელმომწერი არ არის პარტია „გირჩის“- ერთი ნაწილი და პარტია „მოქალაქეები“.


„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ "ოცნების" მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.“

განცხადება ვრცლად

დღის პერსონა

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შესაძლებელი გახდება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია დაჩქარდეს.

პრემიერი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ჭორაობაა და მეტი არაფერი

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს“ - პრემიერი

დღის ფრაზები

გიგა ბოკერია:

„ჩემი პოზიციაა, რომ ვახოზე, იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, მხოლოდ იქ ვისაუბრებ. რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, სიამოვნებით მოვყვები ჩემს შთაბეჭდილებას, აქ – არა“

ფრიდონ ინჯია:

„როცა ისინი საუბრობენ და აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ყველაზე ცუდ არჩევნებს, მათ არ უნახავთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „მოქალაქეთა კავშირი“ თავის დროზე, რომელმაც დღეს იცვალა სახელი და გახდა „ნაციონალური მოძრაობა“

ვახო მეგრელიშვილი:

თუ მთავარი პრობლემა არ გადავწყვიტეთ, რაც არის ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ქიშპი, ჩვენ პოლიტპატიმრები გვეყოლება. ამიტომ, ამ კონტექსტში, ბევრად უფრო პრიორიტეტულია ამ ორი პოლიტიკური ძალის შერიგება, ვიდრე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ჩხუბი“

დღის კარგი ამბავი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოსტკოვიდური პაციენტების კვლევა იწყება.

მისი თქმით, კვლევა 500 ადამიანით დაიწყება და მათ ჩაუტარდებათ ყველა კვლევა, რაც პოსტკოვიდის დროს აღწერილია მთელ მსოფლიოში. ადამიანები შემთხვევითი შერჩევის შედეგად ჩაიტარებენ კვლევას და ის, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩვენ გვეცოდინება საკუთარ მასალაზე და არა ინგლისელების მასალაზე, რამდენ პროცენტ შემთხვევაში ვითარდება ეს სინდრომი,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

დღის ცუდი ამბავი

სამსაათიანი შეხვედრა ​მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის დასრულდა.

განხილვის მთავარი თემა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქების შესაძლებლობა იყო.

შეხვედრას ეპიდემიოლოგებიც ესწრებოდნენ.

ბიზნესმა ჯანდაცვის სექტორის დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ ეკონომიკის რეგულაციებით ამოქმედებას შეძლებენ ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ დააზიანონ.

შესაბამისად, სარესტორნო ბიზნესისა და ზამთრის კურორტებისთვის, სექტორის გახსნის თაობაზე, გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

დღის უცხოური ამბავი

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოსახლეობას ეკრძალება ხელნაკეთი პირბადის ტარება, ნათქვამია, რომ ისინი COVID-19 ახალი შტამისგან საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფენ . ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ინფორმაციით, ტარებისას მხოლოდ სამი სახის ნიღაბი იქნება რეკომენდებული: ქირურგიული ნიღბები, FFP2 და ქსოვილის ნიღბები, რომლებიც შეესაბამება 1 კატეგორიის სტანდარტებს (იცავს 95%-ით).

დღის ფოტო

ჯიხვის პატარა ფოთრები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს კიდევ უფრო ამშვენებენ.
ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკი, საქართველო 📸 დაცული ტერიტორიების სააგენტო.

დღის ვიდეო

რაჭა, შოვი 2021