მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ კონსტანტინიდმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის კონკურსის გამარჯვებულებთან

ვლადიმერ კონსტანტინიდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოადგილედ დაინიშნა, 2020 წ.

2020 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ კონკურსის გამარჯვებულებთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ როლს, რომელსაც უცხოეთში მყოფი დიასპორა ასრულებს ქართული სახელმწიფოსთვის. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა Covid-19 პანდემიის შედეგად შექმნილი სირთულეების დაძლევაში დიასპორის მიერ შეტანილ წვლილზე. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საბერძნეთში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ მან წარმოდგენილი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წევრებმა ისაუბრეს პროექტების განხორციელების მიმდინარე ეტაპებზე, ასევე პროექტების სამიზნე ჯგუფების აქტუალურ თუ სამომავლო საჭიროებებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში ზემოაღნიშნული საგრანტო პროგრამის გამარჯვებული მონაწილეები:

  • ირინა მათურელი - პროექტით -„ უფასო სამედიცინო დახმარება საბერძნეთის ქართული დიასპორისათვის
  • ავთანდილ მიქაბერიძე - ათენში მოქმედი ქართული ფოლკლორული ხელოვნების სტუდიების მხარდაჭერის პროგრამა პოსტ-კრიზისულ პერიოდში
  • ნანა თევდორაძე - „დიასპორული ინიციატივა - ქმედითი სოციალური ნაბიჯი 2020“
  • ნანა ობოლაძე ქმედითი ღონისძიებები კრიზისის შემდგომ პერიოდში
  • ბექა ბექაური - Georgians.gr- ქართულენოვანი საინფორმაციო პორტალის განვითარება საბერძნეთში და აღნიშნული პორტალის მეშვეობით ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერა

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და იგი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა ხელშეწყობას ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სახალხო დიპლომატიის განვითარების და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავების პროცესში. პროექტი საშუალებას აძლევს თანამემამულეებს გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.