მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

26 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული - ეპიდვითარება სომხეთში

სომხეთის დროშა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 26 065-მდე გაიზარდა.

Worldometers-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ასევე ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 453-მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, სომხეთში კოვიდინფექციისგან საერთო ჯამში 14 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.