მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი.

ჰოლოკოსტს ემსხვერპლა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალებისა და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

„ჰოლოკოსტის ენციკლოპედიაში“ მსხვერპლთა სია ასე გამოიყურება:

  • 3 მილიონი პოლონელი ებრაელი;
  • 1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი;
  • 800 ათასი ბელორუსი ებრაელი;
  • 140 ათასი ლიტველი ებრაელი;
  • 70 ათასი ლატვიელი ებრაელი;
  • 560 ათასი უნგრელი ებრაელი;
  • 280 ათასი რუმინელი ებრაელი;
  • 140 ათასი გერმანელი ებრაელი;
  • 100 ათასი ჰოლანდიელი ებრაელი;
  • 80 ათასი ფრანგი ებრაელი;
  • 80 ათასი ჩეხი ებრაელი;
  • 70 ათასი სლოვაკი ებრაელი;
  • 65 ათასი ბერძენი ებრაელი;
  • 60 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.