მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8900-ზე მეტი ახალი შემთხვევა- კორონავირუსი რუსეთში

რუსეთი, მოსკოვი

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8952 ახალი შემთხვევა გამოვლონდა, ინფიცირებულების რაოდენობა 396 575-მდე გაიზარდა.

ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირებით კიდევ 181 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4555-მდე გაიზარდა. რუსეთში კოვიდ-19-სგან სულ 167 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაცია კოვიდინფექციის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-სა და ბრაზილიაში ფიქსირდება.