მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო

ნავალნის სასამართლო

კრემლის ლიდერის ერთ-ერთმა მთავარმა ოპონენტმა, ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას zona.media ავრცელებს. 

„ვითხოვ ექიმს და სანამ ჩემს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, შიმშილობას არ შევწყვეტ“, - წერს ნავალნი ტვიტერის პირად გვერდზე.

ამასთან, ოპოზიციონერის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კოლონიაში ნავალნის ტკივილის გაყუჩების მიზნით მხოლოდ მედიკამენტ „იბუპროფენს“ აძლევენ.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფილია.

„უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებით მისი ამჟამინდელი სამედიცინო ჩვენებების შესაბამისად“, - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ექიმს ნავალნისთან ვიზიტის უფლება არ აქვს, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია“ - ადვოკატი