მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამერიკა დაბრუნდა“ - ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრები დაასახელა

ბაიდენმა გუნდის წევრები დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურები დაასახელა. ბაიდენმა ამის შესახებ დელავერის შტატში, საკუთარ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას ენტონი ბლინკენი დაიკავებს. 58 წლის ბლინკენი 20 წლის განმავლობაში ბილ კლინტონის და ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა.

ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობას პირველად აშშ-ის ისტორიაში ქალი დაიკავებს. ეს 51 წლის ავრილ ჰეინსია. ის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პირველი მოადგილე იყო.

ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე ბაიდენი ჯეიკ სალივანის დანიშვნას აპირებს. 43 წლის სალივანი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში და შემდეგ კერძო იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა.

„ამერიკა დაბრუნდა. ის მზად არის კვლავ მსოფლიო ლიდერი გახდეს. მზად არის მასში ღირსეული ადგილი დაიკავოს. მზად ვართ დავუპირისპირდეთ მტრებს და მოკავშირეების გვერდით ვიდგეთ. დავიცვათ ჩვენი ფასეულობები“ - განაცხადა ბაიდენმა მომავალი ადმინისტრაციის წარდგენაზე.