მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფეთქება ისრაელში - არიან დაღუპულები

აფეთქება ისრაელში

ისრაელის ქალაქ აშდოდში, ლითონის კონსტრუქციების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.  ამის შესახებ haaretz.com იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული პალესტინელი, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქეა. მაშველებმა ქარხნის შენობის ნანგრევებიდან 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში 30 ადამიანი მუშაობდა, მაგრამ რამდენი იმყოფებოდა შენობაში აფეთქების მომენტში, უცნობია.

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. აშდოდი ისრაელის სიდიდით მეექვსე ქალაქია.