მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფეთქების გამო, ბეირუთში ანტი-სამთავრობო პროტესტი დაიწყო

ბეირუთელების პროტესტი

ლიბანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც BBC წერს, პოლიციასა მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც საპროტესტო შეკრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრანტების ქუჩაში გამოსვლის მიზეზი სამშაბათს მომხდარი აფეთქება გახდა. მათ მთავრობა გულგრილობასა და უყურადღებობაში დაადანაშაულეს, რადგან 2 750 ტონა სასუქი ბეირუთის პორტში უყურადღებოდ, 2013 წლიდან იყო მიტოვებული.

აფეთქებას 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 000 კი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და ბიზნესცენტრები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, 16 ადამიანია დაკავებული.

ამასთანავე, აფეთქების გამო გამო, ორი ოფიციალური პირი გადადგა.

როგორც ინჟინერ ტექნოლოგმა, ტექნიკის მეცნიოერებათა დოქოტორმა, მარლენ მჭედლიშვილმა საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს განუცხადა, ამონიუმის გვარჯილა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასუქია და ჩვეულებრივ პირობებში, ფეთქებადი არაა, თუმცა სხვადასხვა ტემპერატურაზე მისი დაშლა იწყება.

მისი თქმით, ამონიუმის ნიტრატი საქართველოში იწარმოება და კავკასიის რეგიონსაც მთლიანად ამარაგებს, ასევე, ლიბანისთვის, ამონიუმის გვარჯილის მწარმოებელთაგან, ყველაზე ახლოს საქართველოა და სავსებით შესაძლებელია, ბეირუთში აფეთქებული აზოტის სასუქი საქართველოდან ყოფილიყო გატანილი, თუმცა მისივე განმარტებით, საქართველოში ამ სასუქის წარმოებისა ტექნოლოგია უმაღლეს დონეზეა, აფეთქების მიზეზი კი შენახვის წესის დარღვევა გახდებოდა.

გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, ბეირუთის პორტში აფეთქებული გემი რუს ბიზნესმენს, იგორ გრეშუჩშკინს ეკუთვნის. გამოცემა წერს, რომ ტრანსპორტირებისას გემი დაზიანდა და ის ბეირუთის პორტში შევიდა შესაკეთებლად. როგორც ირკვევა, ბიზნესმენმა შეკეთების თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას ტვირთი ჩამოერთვა და 6 წლის განმავლობაში უზარმაზარი ოდენობის ამონიუმის გვარჯილა პორტში ინახებოდა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეფასებით, აღნიშნულ აფეთქებასთან რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.