მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებაში დარწმუნებული არ ვარ“ - დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტს პასუხობს და ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებაში.

დონალდ ტრამპის თქმით, სურთ, რომ არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდეს, მაგრამ ამაში დარწმუნებულები არ არიან გარემოებებიდან გამომდინარე.

„ამომრჩევლებს, რომელთაც არ მოუთხოვიათ მილიონობით ბიულეტინი ფოსტით ეგზავნებათ“, - აღნიშნა მან.

ტრამპი ფოსტით ხმის მიცემაზე აცხადებს, რომ არჩევნებზე თაღლითობის შესაძლებლობა იზრდება.

ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.