მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ავრილ ჰეინესი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ავრილ ჰეინესი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჰეინესი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ არის წარდგენილი და ის პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.

ჰეინესს 84-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 10 კი მის წინააღმდეგ იყო.

ამასთან, გარდა ჰეინესისა, სახაზინო დეპარტამენტის დირექტორად კიდევ ერთი ქალი ჯანეთ იელენი უნდა დაამტკიცონ.