მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ კადიროვს სანქციებს უწესებს

ჩეჩნეთის ლიდერი

ამერიკის შეერთებული შტატები ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს აწესებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რამზან კადიროვი ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში მონაწილეობს, რაც სანქციების დაწესების მიზეზი გახდა.