მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ ცნობს

სახელმწიფო დეპარტამენტი ლუკაშენკოს არ აღიარებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტის პოზიციაზე არ ცნობს.

„9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. შედეგები - ფალსიფიცირებული და არალეგიტიმური“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს რომ „აშშ არ ცნობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსი კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად“.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქციები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ასევე არ ცნობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ბელარუსში. მინსკში ლუკაშენკოს ინაუგურაცია 23 სექტემბერს გაიმართა.