მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მ ბელარუსის 43 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

სანქციები 43 პირს

შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის 43 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

აშშ-ს „შავ სიაში“მოხვდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებსაც ბრალი ედებოდა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასა და ძალადობაში. სიაში არიან მოსამართლეები, პროკურორები და მთავრობის წარმომადგენლები.

მათ აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ძალადობრივი დარბევით მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ.

”ჩვენ ბელორუსის მამაცი ხალხის გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ მათ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”, - თქვა მან განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ბელორუსის სასამართლომ ხუთშაბათს დააპატიმრა ორი ჟურნალისტი ორი წლით, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზების ბრალდებით , ხოლო ვაშინგტონში დაწესებულია სავიზო შეზღუდვები ბელორუსის 43 ჩინოვნიკისთვის, რომლებსაც ადანაშაულებენ დემოკრატიის შელახვაში.