მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ საუდის არაბეთისთვის და საამიროებისთვის იარაღის მიყიდვის საკითხებს გადახედავს

ბაიდენი საუდის არაბეთზე და შეიარაღებაზე

შეერთებული შტატები საუდის არაბეთისთვის და არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის შეიარაღების მიყიდვის საკითხებს გადახედავს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

როგორც პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ვაშინგტონი უნდა დარწმუნდეს, რომ ამ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობა ამერიკის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს შეესაბამება.

გამოცემა Wall Street Journal იუწყება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეაჩერებს მრავალმილიარდიანი კონტრაქტების განხორციელებას, რაც დონალდ ტრამპის დროს დაიწყო. საუბარია საუდის არაბეთისთვის თანამედროვე ჭურვების მიწოდებასა და საამიროებისთვის F-35-ის ტიპის უახლესი ავიაგამანადგურებლების მიყიდვაზე.

ტრამპის ადმინისტრაცია საუდის არაბეთისთვის, არაბეთის საამიროებისთვის და იორდანიისთვის შეიარაღების მიყიდვას აპირებდა, რომლის საერთო ფასი 8 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. ამასთანვე, „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ ეს რეგიონში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს, ვინაიდან ერ-რიადი და აბუ-დაბი იემენში ამბოხებული ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვიან და ამ ქვეყნებისთვის ახალი შეიარაღების მიწოდება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

ასევე წაიკითხეთ:

📻 აშშ-მა, შესაძლოა, ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობა კვლავ გაზარდოს

📻 პირველი საუბარი შედგა - რაზე ილაპარაკეს ბაიდენმა და პუტინმა?