მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1326 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ მზარდია კოვიდინფექციით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი.

შტატებში ბოლო 24 საათში, კორონავირუსს 1326 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ვირუსის ახალ შემთხვევებს, მათი რიცხვი 20 527-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 24 ათასზე მეტი ადამიანი. საერთო შემთხვევების რაოდენობა კი 455 ათასს აღემატება.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. Covid-19 გასული წლის დეკემბერში პირველად ჩინეთში, კერძოდ კი უხანში დაფიქსირდა. ვირუსმა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.