მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა აშშ-ში

აშშ-ის ალაბამას შტატში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

სააგენტოს ცნობით, ერთი დაღუპული იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი იყო, ხოლო მეორე - ამერიკელი პილოტო-ინსტრუქტორი. ისინი Northrop T-38 Talon-ის თვითმფრინავს მართავდნენ. თვითმფრინავი დასახლებულ ადგილას ჩამოვარდა, თუმცა შენობებს არ შეხებია.

Northrop T-38 Talon საწვრთნელი ფრენებისთვის და ავიამზიდებზე გამოიყენება. ეკიპაჟში, როგორც წესი, ინსტრუქტორი და სტუდენტი-პილოტი შედიან.

ასევე წაიკითხეთ:

🚸 საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფას პარაგვაიში 7 ადამიანი ემსხვერპლა

🚸 ინდონეზიაში 9 იანვარს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთები“ აღმოაჩინეს