მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასტრონომებმა კოსმოსიდან ამოუცნობი სიგნალი მიიღეს

ახალი სიგნალი კოსმოსიდან

Proxima Centauri-ის ვარსკვლავური სისტემიდან მეცნიერებმა ამოუცნობი სიგნალი მიიღეს. ეს მზის სისტემასთან და დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავური სისტემაა. ინფორმაციას  გამოცემა dailymail ავრცელებს. 

სიგნალი Breakthrough Listen Project-ის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. ისინი სპეციალური რადიოტელესკოპებით კოსმოსში უცხოპლანეტელთა ცივილიზაციების ძებნით არიან დაკავებულები.

Proxima Centauri დედამიწიდან 4,2 მზის წელიწადით არის დაშორებული. სისტემაში ორი პლანეტა შედის - ერთია იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტი და მეორე - Proxima b, რომელიც უფრო ჰგავს დედამიწას.

ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ სიგნალს ბუნებრივი ახსნა ჰქონდეს, თუმცა მისი დამატებითი შესწავლა იქნება აუცილებელი.

Proxima Centauri წითელი ჯუჯა ვარსკვლავების ჯგუფს ეკუთვნის. ის მზეზე 8-ჯერ მცირე ზომისაა და ბევრად ცივია.

მეცნიერები ძალზე მცირეს უწოდებენ იმის ალბათობას, რომ ამ ვარსკვლავის სისტემიდან დედამიწის მიმართულებით სიგნალი უცხოპლანეტელთა ცივილიზაციამ გამოაგზავნა.