მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში აფეთქებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

სამი პოლიციელი დაიღუპა ავღანეთში

ავღანეთის ჰერათის პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ Tolo News იუწყება.

პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ თალიბები ზინდა ჯანის რაიონს სამი მხრიდან თავს დაესხნენ. შეტაკება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, „თალიბანის“ თავდასხმა პროვინციის სხვა ადგილებშიც მოხდა.

„თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში 2021 წლის განმავლობაში აშშ-ის და ნატოს ჯარმა ავღანეთი უნდა დატოვოს. მოლაპარაკების ბევრი დეტალი უცნობია. ჯერჯერობით შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის ქვეყნის სხვადასხვა რაიონში გრძელდება.