მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ცნობილი ტელეჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთში ჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთში ტელეკომპანია Ariana News-ის წამყვანი ფარდინ ამინი მოკლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Tolo News იუწყება.

თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბოლო დღეებში ავღანეთის სამართალდამცველ ორგანოებს რამდენიმე ჟურნალისტმა მიმართა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს, ავღანეთში ცნობილი ტელეჟურნალისტი ქალი მალალა მაივანდი მოკლეს. მაივანდი და მისი მძღოლი ავტომანქანაში ჩაცხრილეს, როდესაც ის სამსახურში მიდიოდა

ავღანეთი ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად ითვლება.