მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ცნობილი ჟურნალისტი ქალი მოკლეს

ავრანეთში ჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთში ცნობილი ტელეჟურნალისტი ქალი მალალა მაივანდი მოკლეს. მაივანდი და მისი მძღოლი ავტომანქანაში ჩაცხრილეს, როდესაც ის სამსახურში მიდიოდა. ამის შესახებ CNN იუწყება. 

მკვლელობა ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. ის ნანგარხარის პროვინციაში მდებარეობს, სადაც აქტიურად მოქმედებენ „ისლამური სახელმწიფო“ და „თალიბანის“ „ბოევიკები“. ჯერჯერობით მკვლელობაზე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

მალალა მაივანდი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი იყო. 5 წლის წინ ტერორისტებმა დედამისი მოკლეს, რომელიც ასევე უფლებადამცველი იყო.

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, წელს ქვეყანაში 10 ჟურნალისტი მოკლეს.