მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის სკოლებში დღეს სასწავლო პროცესი აღდგა

აზერბაიჯანის სკოლებში სწავლა განახლდა

აზერბაიჯანის სკოლებში დღეიდან სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა. სწავლა დაწყებით კლასებში განახლდა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ბაქოში, სუმგაითსა და აბშერონში სწავლა კვირაში 3 დღე ჩატარდება, ხოლო აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში მოსწავლეები სკოლებში კვირაში 4-5 დღის განმავლობაში ივლიან. საერთო ჯამში 700 ათასზე მეტ ბავშვზეა საუბარი.

აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო თებერვლის ბოლომდე სწავლის განახლებას უფროს კლასებში და ინსტიტუტებშიც აპირებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔮 აზერბაიჯანის ფლოტი - კასპიის ზღვის რისხვა

🔮 დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იხსნება