მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა ჩინური ვაქცინის 4 მლნ დოზის შემოტანაზე კონტრაქტი გააფორმა

ჩინურ ვაქცინაზე აზერბაიჯანის კონტრაქტი

აზერბაიჯანმა ჩინური ვაქცინის CoronaVac-ის 4 მლნ დოზის შეტანაზე კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

„ყოველდღე 15-20 ათასი ადამიანის ვაქცინაცია ხდება. ჩვენ პირველივე დღიდან COVAX-ის პროგრამაში ჩავერთეთ და ამ პროგრამის მიხედვით AstraZeneca-ს, Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინა უნდა მიგვეღო. ასევე ჩვენ ვაქცინის მიღების შესახებ მოლაპარაკებას რუსეთთან ვაწარმოებთ" - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ვაქცინების მიღების ყველა შესაძლებლობას იყენებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔰 ირაკლი ღარიბაშვილი ვაქცინაციის თაობაზე ტედროს ადჰანომ გებრეისუს ესაუბრა

🔰 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა