მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაზე ნავთობის მოპოვების საკითხზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს

თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს

აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაზე მდებარე საბადო „დოსთლუკზე“ ნავთობის ერთობლივი მოძიების და მოპოვების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ Anadolu იუწყება. 

დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თურქმენეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რაშიდ მერედოვმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა. მხარეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მემორანდუმი ორი ქვეყნის მიერ მრავალწლიანი მუშაობის შედეგია და ის კასპიის ზღვის რეგიონში ენერგეტიკის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

ამჟამად თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ. საუბარია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ბაქო-ერზერუმის გაზსადენზე და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტებზე.

ცნობისთვის, კასპიის ზღვის რესურსების ათვისების საკითხზე აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის აქამდე ბევრი გადაუჭრელი საკითხი არსებობდა.

ასევე იხილეთ:

😾 აზერბაიჯანში 1-ლი თებერვლიდან სკოლების გახსნას გეგმავენ

😾 თურქეთმა აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა