მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი: ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის არეულობა 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის საკითხს ეხმაურება. 

მან კაპიტოლიუმში შეჭრილებს მცირე რაოდენობის ექსტრემისტები უწოდა, რომლებიც უკანონოდ მოქმედებენ.

„ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის არეულობა. ეს უნდა დასრულდეს“, - წერს „ტვიტერში“ ბაიდენი.

კონგრესის შენობაში სხდომა მიმდინარეობდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სხდომა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ტრამპმა - 232 ხმა.

დონალდ ტრამპმა და მისმა იურისტებმა რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგები გაასაჩივრეს. ამის შემდეგ ჯორჯიის შტატში ამომრჩეველთა ხმების ხელახალი დათვლა მოხდა, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას არ უმოქმედია.