მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენის გამარჯვება კიდევ ორ შტატში დადასტურდა

ჯოზეფ ბაიდენი

ჯო ბაიდენის გამარჯვება კიდევ ორ შტატში, არიზონაში და ვისკონსინში, ოფიციალურად დადასტურდა. არიზონაში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩეველთა 1,672 მილიონი ხმა მიიღო. ამის შესახებ  cnn.com იუწყება.

მანამდე ბაიდენის გამარჯვება ვისკონსინის შტატშიც დადასტურდა. იქ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებმა ხმების გადათვლა მოითხოვეს. ხმების გადათვლამ კვლავ ბაიდენის უპირატესობა დაადასტურა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელმაც საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო. დონალდ ტრამპმა კი კოლეგიის 232 ხმა მოიპოვა.