მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბაიდენმა არჩევნები მოიგო და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება“ - კინზინგერი

ამერიკელი კონგრესმენი, 2020

„ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო, ყველამ იცის რომ შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება“, - ამის შესახებ  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

კინზინგერის თქმით, ის რაც კაპიტოლიუმში მოხდა არ არის ამერიკა.

„კაპიტოლიუმზე შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო, რომლის მიზანი არჩევნების შედეგების შეცვლა იყო. მოქმედმა პრეზიდენტმა ეს წაახალისა“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ესპანეთის პრემიერი: აშშ-ის დემოკრატიის ძალას ვენდობი

✔️ „ის, რაც ვაშინგტონში მოხდა არაამერიკულია“ - მაკრონი