მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა ტრამპს „პუტინის ლეკვი“ უწოდა

დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის ტელედებატები

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის კანდიდანტს დონალდ ტრამპს „პუტინის ლეკვი“ უწოდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News იუწყება.

პრეზიდენტობის კანდიდატებმა პირველი ტელედებატები გამართეს. ბაიდენის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანა გახდა უფრო სუსტი, ღარიბი და გახლეჩილი,

თავის მხრივ, ტრამპმა ბაიდენს განუცხადა, რომ ის ცდილობს 180 მილიონ ადამიანს სამედიცინო დაზღვევა წაართვას.

ბაიდენის გამოსვლის დროს ტრამპი მას ხშირად აწყვეტინებდა, რის გამოც ბაიდენმა ერთ მომენტში უთხრა „მოკეტე კაცო!“