მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბეირუთში არეულობა გრძელდება

ბეირუთი დემონსტრაცია

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ არეულობა და პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება. მთავრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

მომიტინგეები სამინისტროს შენობებსა და სხვა ადმინისტრაციულ პუნქტებს იკავებენ. 2 მინისტრის გადადგომამ სიტუაცია ვერ განმუხტა. ათიათასობით ადამიანი ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და დანებებას არ აპირებს. პოლიციასთან შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლიც. დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აჭარბებს.

4 აგვისტოს ლიბანში, ბეირუთის პორტში 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რაც 1.2 კილოტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი იყო. 15 ასეთი აფეთქება ჰიროსიმას მაშტაბს გაუტოლდებოდა, რადიაციის ეფექტის გარეშე.

აფეთქების შედეგად წარმოიქმნა სეისმური ტალღა, სიმძლავრით 3.3 მაგნიტუდა, 7000-მდე ადამიანი დაშავდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ 220-ს მიაღწია, რომელიც ჯერ კიდევ არაა საბოლოო რიცხვი, 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ეკონომიკურმა ზარალმა კი წინასწარი დათვლებით $15 მლრდ-ს მიაღწია.

მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც ამონიუმის ნიტრატი ბათუმიდან მოზამბიკში გადაჰქონდა, ლიბანის ხელისუფლებამ 2013 წელს დააკავა, ფეთქებადსაშიში ნივითიერება 2014 წლიდან უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით ბეირუთის პორტში ინახებოდა. ამჟამად გამოძიება არკვევს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი - დაუდევრობა თუ წინასწარ განზრახული ქმედება.