მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსის პარლამენტმა შეუთანხმებელი აქციების ჩატარება აკრძალა

ბელარუსის პარლამენტმა აქციები აკრძალა

ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შეთანხმება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

კანონის დამტკიცების შემდეგ საპროტესტო აქციის ან სხვა რაიმე მასობრივი ღონისძიების ჩასატარებლად მხოლოდ შეტყობინება საკმარისი აღარ იქნება. ახლა ამისთვის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ნებართვა იქნება საჭირო.

კანონის მიხედვით, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ასეთი აქციების გაშუქება ეკრძალებათ. მათ არ შეუძლიათ წინასწარ აქციის ადგილის, დროის და თარიღის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მედიის წარმომადგენლები აქციებზე მათ მონაწილეებს გაუთანაბრდებიან.

გარდა ამისა, პოლიტიკურ ორგანიზაციებს მისი წევრების მიერ აქციებში მონაწილეობის მოწოდებებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ცნობისთვის, ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. მისი მონაწილეები ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. პოლიციამ აქციების ათიათასობით მონაწილე დააკავა.

ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. ბელარუსის უშიშროების კომიტეტმა ის ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

ასევე იხილეთ:

კრავჩუკი: რუსეთს დღეს მეგობრები არ ჰყავს, მხოლოდ მტრები ან მასზე დამოკიდებულები

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 21-ჯერ გაიხსნა