მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბილ გეიტსი ჩიპიზაციაზე ბრალდებებს პასუხობს

ამერიკელი ბიზნესმენი

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მის მიერ, კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი "დაჩიპვის" ბარლდებას პასუხობს.

"მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა მიკროჩიპებთან დაკავშირებულ საქმეებში. ძალიან რთულია ამგვარი ამბების უარყოფა, რადგან ისინი ძალიან სულელური და უცნაურია, ”- აღნიშნა ბიზნესმენმა BBC– სთან ინტერვიუში და განაცხადა, რომ ის "ყველა ასეთი გიჟური იდეის არსებობის გამო, შეშფოთებულია".

მისი თქმით, აუცილებელია კორონავირუსის ვაქცინა, მსოფლიო მოსახლეობის 80%-ს გაუკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსი ადამიანების დახოცვას გაგანგრძობს.

"როდესაც საბოლოო ვაქცინას მივიღებთ, მოსახლეობის დაახლოებით 80%-ის ვაქცინაცია უნდა განხორციელდეს, რათა ჯგუფური იმუნიტეტის ფორმირებას მივაღწიოთ. თუ ადამიანები თვლიან, რომ ეს თაღლითობაა, ან რომ ვაქცინები მავნეა და მის გაკეთებაზე უარს იტყვიან, მაშინ დაავადება გააგრძელებს მათ მკვლელობას",-აღნიშნა ბილ გაიტსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 133 ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. მათგან 10 უკვე კლინიკური კვლევების ფაზაშია.