მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთის დედოფლის მოსამსახურემ სასახლიდან ათეულობით ნივთი მოიპარა და აუქციონზე გაყიდა

ბუკინჰემის სასახლიდან მოიპარეს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის სასახლის თანამშრომელმა 100 ათასი ბრიტანული ფუნტის ღირებულების ნივთები მოიპარა და შემდეგ eBay-ის ინტერნეტ-აუქციონზე გაყიდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება. 

ადამო კანტო ბუკინჰემის სასახლეში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. ლონდონში დაწესებული მეორე ლოქდაუნის დროს მას სასახლის დალაგება დაავალეს. სწორედ ეს დრო გამოიყენა კანტომ, რომ შეეღწია სასახლის სხვადასხვა ოთახში და იქიდან ძვირფასი ნივთები მოეპარა.

მოპარულ ნივთებს შორის იყო ბანის ორდენის მედალი, ვიქტორიის ორდენის კომანდორის ნიშანი, ასევე მან ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის ოჯახური ალბომიდან ფოტოები მოიპარა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს გადაიღეს.

ადამო კანტოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დამნაშავეს პატიმრობა ემუქრება.