მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ადმინისტრაციის შენობა

ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ჩხრეკას პროკურატურის, შსს-ს, მოწმეთა დაცვის ბიუროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ერთობლივად ატარებენ.

მთავარი პროკურორის ივან გეშევის განცხადებით, ჩხრეკა სისხლის სამართლის 2 საქმესთან დააკვშირებით ტარდება.

საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.