მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩერნობილის რადიოაქტიურ ზონაში ხანძარია

ჩეტრნობილის რადიოაქტიური ზონა

ჩერნობილის ატომურ სადგურთან ახლოს მდებარე მწვანე საფარზე ხანძარია.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა "Deutche welle" ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარი კიდევ უფრო ართულებს ჩერნობილში არსებულ მდგომარეობას.

ამ დროისთვის, უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი რადიოაქტიურ ზონაში.

ცნობისთვის, 1986 წლის 26 აპრილს უკონტროლო რეაქციის შედეგად ჩერნობილის რეაქტორზე აფეთქება მოხდა. ჩერნობილის კატასტროფა 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე, ერთადერთი მოვლენა იყო, რომელიც საერთაშორისო ატომურ შკალაზე მეშვიდე დონეს უტოლდებოდა.