მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის ახალ ვერსიას ავრცელებს - The Guardian

პანდემია, კორონავირუსი, Covid 19 - Pia.ge

„ჩინეთის სამთავრობო მედიაში კორონავირუსის სხვა ქვეყნებში წარმოშობის შესახებ პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც ექიმებმა ჩინეთის პროვინცია უჰანში ახალი საგანგაშო დაავადების შემთხვევა გამოავლინეს, ქვეყანა კამპანიის გააქტიურებას ცდილობს, რომლის მიხედვით გლობალური პანდემიის Covid 19-ის წარმოშობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„კორონავირუსი იმპორტირებულ გაყინული საკვებ პროდუქტზე აღმოაჩინეს და სანამ 2019 წლის დეკემბერში ვირუსის პირველი შემთხვევა უჰანში დაფიქსირდებოდა, Covid 19 ჩინეთის საზღვრებს გარეთ იყო აღმოჩენილი“ - ეს ახალი მესიჯია, რომელსაც ჩინეთის სამთავრობო მედია ინტენსიურად ავრცელებს - წერს „გარდიანი“.

სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გაზეთი People’s Daily ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ეხმაურება და წერს: „არსებული მონაცემები ამტკიცებს, რომ კორონავირუსი უჰანში არ დაწყებულა“.

„კორონავირუსი პირველად უჰანში აღმოაჩინეს, მაგრამ უჰანი არ არის მისი წარმოშობის ადგილი“, - აცხადებს ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგი ზენგ გუანის.

ჩინეთის სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ჩჟაო ლიცზიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი განვასხვავოთ, თუ სად აღმოაჩინეს Covid 19 პირველად და სად გადალახა მან ბარიერი ადამიანების დასაინფიცირებლად.

„ის, რომ ჩინეთი პირველი იყო, რომელმაც დაავადების შესახებ განაცხადა, არ ნიშნავს, რომ ვირუსი ჩინეთში წარმოიშვა. Covid 19-ის წარმოშობის დადგენა უწყვეტი პროცესია, რომლის კვლევაში შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანა და რეგიონი მონაწილეობდეს“, - დასძინა ჩჟაო ლიცზიანმა ბრიფინგზე.

ჩინელმა მეცნიერებმა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ამტკიცებენ, რომ „ვირუს Sars-CoV-2-ის ადამიანიდან ადამიანზე პირველად გადაცემის ფაქტი უჰანში არ დაფიქსირებულა. მათი აზრით, ეს ადგილი შესაძლოა, „ინდოეთის სუბკონტინენტი“ იყოს.

მეცნიერების ნაწილისთვის ნაკლებად დამაჯერებელია ის ფაქტი, რომ კორონავირუსი პირველად ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორი მაიკლ რაიანი ამბობს, რომ „სავსებით სპეკულაციურია“ იმის მტკიცება, რომ Covid 19 პირველად ჩინეთში არ დაფიქსირებულა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში“ მიიჩნევენ, რომ კვლევას იწყებთ იქ, სადაც ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება პირველად დაფიქსირდა“, - აღნიშნა მაიკლ რაიანმა ჟენევაში.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის კვალი გაყინული პროდუქტის შეფუთვაზე აღმოაჩინეს, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი დაავადების რესპირატორული გზით გადადების ძალიან დაბალ რისკს წარმოადგენს.

„ტესტის დადებითი პასუხი ვირუსის არსებობას არ ამტკიცებს. ის კონკრეტულ ზედაპირზე ვირუსის გარკვეულ სიგნალზე მიანიშნებს. არ მინახავს დამაჯერებელი მონაცემები იმის შესახებ, რომ გაყინულ საკვებ პროდუქტზე Sars-CoV-2 დაავადების მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენდეს“, - აღნიშნა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერმა ენდრიუ პეკოშმა.

ვინაიდან პანდემიით გამოწვეული ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგი იზრდება, პეკინი საკუთარი რეპუტაციის დაცვას ცდილობს. მსოფლიოში კორონავირუსით 60 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდა და 1,5 მილიონი გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც ჩინეთი ინფიცირების პირველად აფეთქებას გადაურჩა, ახლა ცდილობს საკუთარი პოზიციები საზღვრებს გარეთ მედიცინის დახმარებით გააძლიეროს. ქვეყანამ რამდენიმე ვაქცინის შესახებაც განაცხადა, რომლებიც მუშაობის ბოლო ეტაპზეა. ამგვარად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტნაოს „გლობალურ სიკეთეში, თუმცა, ეს ძალისხმევა ჩინეთისთვის შესაძლოა, გაცილებით რთული აღმოჩნდეს, ვიდრე დავად დაავადების დაძლევა, - წერს „გარდიანი“.