მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთიდან ორმა ავსტრალიურმა მედიასაშუალებამ კორესპონდენტები გაიყვანა

ავსტრალიელი ჟურნალისტები

ჩინეთიდან ორმა ავსტრალიურმა მედიასაშუალებამ კორესპონდენტები გაიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის (ABC) ჟურნალისტი ბიილ ბერტლსი და ავსტრალიის ფინანსური მიმოხილვის (AFR) კორესპონდენტი მაიკლ სმიზი სიდნეიში იმყოფებიან.

ბილ ბერტლსი და მაიკლ სმიზი ჩინეთში დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის, ცნობილი ტელეწამყვანის, ჩენგ ლეის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. მათ სამართალდამცავებმა განუცხადეს, რომ ჩენგ ლეის საქმეში „საინტერესო პირები“ იყვნენ და ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

„ჩინეთიდან ორი ავსტრალიელი ჟურნალისტის გაძევება ნიშნავს, რომ პირველად 1970-იანის წლების შემდეგ ავსტრალიურ მედიაორგანიზაციებს ჩინეთში კორესპონდენტი აღარ ჰყავთ, რაც ძალინ სამწუხაროა,“ - განაცხადა ავსტრალიის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა პენი უონგმა.

ჟურნალისტებს დახმარება ავსტრალიის საგარეო უწყებამ აღმოუჩინა.

ინფორმაციისთვის, გამგზავრებამდე ისინი ავსტრალიის საელჩოს აფარებდნენ თავს და ჩინეთის ხელისუფლებასთან ქვეყნის დატოვების უფლების მოპოვების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ავსტრალიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა.