მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალა

დაკლული ძაღლი ჩინეთის ბაზარში

პირველად ჩინეთში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძაღლი იმ პირუტყვთა სიიდან ამოიღეს, რომელთა ხორცის ჭამაც ნებადართულია. პარალელურად მას შინაური ცხოველის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს, რაც მათ საკვებად გამოყენებისგან დაიცავს.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ძაღლი პირუტყვად აღარ განიხილება.

გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ცნობილია, რომ კორონავირუსი ვუჰანის პროვინციის გარეული ცხოველების ბაზრობიდან გავრცელდა. მართალია, ვირუსის პირველწყაროდ ღამურა მიიჩნიეს, თუმცა დადგენილია, რომ ინფექცია ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზეც ვრცელდება.