მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინური რაკეტა მთვარეზე გაფრინდა (ვიდეო)

ჩინეთმა მთვარეზე რაკეტა გაუშვა

ჩინეთმა მთვარეზე კოსმოსური აპარატი გაუშვა.  დედამიწის თანამგზავრზე მის ტრანსპორტირებას რაკეტა Long March-5 უზრუნველყოფს. სტარტი ადგილობრივი დროით 4:30-ზე შედგა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

კოსმოსური ხომალდის Chang'e-5-ის მეშვეობით მთვარეზე გრუნტის შეგროვება და დედამიწაზე მისი დაბრუნება იგეგმება. მთვარეზე აპარატის გაშვება უფრო რთული და ხანგრძლივი მისიებისთვის ჩინეთის მზადების ფარგლებშიც მოხდა.

ჩინეთი მესამე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატები გააგზავნა. აქამდე ამის საშუალება მხოლოდ აშშ-ს და რუსეთს (საბჭოთა კავშირს) ჰქონდა.