მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა დედამიწაზე მთვარის გრუნტი ჩამოიტანა (ვიდეო)

ჩინეთმა მთვარის გრუნტი ჩამოიტანა

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა „ჩანიე-5“-მა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მთვარეზე გაფრინდა, დედამიწაზე მთვარის გრუნტი ჩამოიტანა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

აპარატი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში დაეშვა. მთვარეზე ის 1-ელ დეკემბერს დაფრინდა და იქ გრუნტი შეაგროვა. აპარატმა 2 მეტრის სიღრმის ორმო ამოთხარა და იქიდან გრუნტის სინჯი აიღო, ასევე მან მთვარის გრუნტი დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზეც შეაგროვა.

ჩინეთი მესამე ქვეყანაა აშშ-სა და რუსეთის (საბჭოთა კავშირი) შემდეგ, რომელმაც დედამიწაზე მთვარის გრუნტი ჩამოიტანა. მსგავსი ოპერაცია ბოლოს 1976 წელს ჩატარდა.


იხილეთ აგრეთვე:

🔴 რუსეთმა კოსმოსური იარაღი გამოსცადა

🔴 „ნასამ“ 18 ასტრონავტი შეარჩია, რომლებიც მთვარეზე გაფრინდებიან