მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის მოქალაქე მოკლეს

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის მოქალაქე მოკლეს

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

საუბარია სახრეთ კორეის ოკეანის და თევზჭერის სამინისტროს თანამშრომელზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარდა.

სეულის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა 47 წლის კაცი მოკლეს, ხოლო ცხედარი დამალეს. სამხრეთ კორეა ფხენიანისგან განმარტებებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.