უცხოეთი

CNN-ის ჟურნალისტი პოლიციამ პირდაპირ ეთერში დააკავა

CNN ჟურნალისტი დააკავეს
15:23 29.05
დაკოპირებულია

CNN-ის ჟურნალისტი ომარ ხიმენესი მინესოტას პოლიციამ პროფესიული მოვალების შესრულების დროს, მინეაპოლისის საპროტესტო გამოსვლების გაშუქებისას, პირდაპირ ეთერში დააკავა.

დაკავებამდე კორესპონდენტმა გარკვევით აუხსნა პოლიციელებს, რომ პრესის წარმომადგენელი იყო, თუმცა ჟურნალისტი, პროდიუსერი და ოპერატორი ამ დრომდე დაკავებულები არიან.

მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლები მას მერე დაიწყო, რაც პოლიციელის მიერ დაკავების დროს, შავკანიანი მოქალაქე გარდაიცვალა. ქალაქში ზედიზედ უკვე მესამე დღეა, დემონსტრაცია გრძელდება. დემონსტრანტებმა პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. დამწვარია ასევე არაერთი სავაჭრო ცენტრი და მაღაზია.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში 26 მაისს გავრცელდა, ნათლად ჩანს, როგორ აჭერს მუხლს თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან მოქალაქეს, ის კი ამ დროს იმეორებს „ვერ ვსუნთქავ“, „ყველაფერი მტკივა“, „არ მომკლათ, გთხოვთ“.

ტრამპმა მოუწოდა ფედერალურ ბიუროს და ყველა შესაბამის უწყებას, დაჩქარდეს გამოძიება.

ამ დროისათვის პოლიციელი, რომელმაც მოქალაქე მოკლა, სამსახურიდან გათავისუფლებულია, თუმცა არ არის დაკავებული.

სოციალურ ქსელებში უამრავი სელებრითი და ცნობილი ადამიანი თავის მიმართვებს აზიარებს და ჯორჯ ფლოიდს მხარს უჭერს.

ღონისძიებები ღია ცის ქვეშ

13 ივლისიდან ღია სივრცეში ღონისძიებებზე...

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე აკრძალვა მოიხსნება. ამის შესახე...
46 წუთის წინ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფი...
57 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნი...
10:31
საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, კო...
10:27
საქართველოში კოვიდ-19-ით კიდევ 5 ადამიანი ინფიცირდა. კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები მთავრობი...
10:26
დაკავებული ადამიანი ზურგით მუხრანში მამის და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით...
მუხრანში მამის და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დან...
ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის გ...
ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზ...
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ „ტვ პირველთან“ შაქარაშვილის საქმეზე პირველ კ...
22:17 08.07
სხეულის ორი ორგანო, რომელსაც კორონავირუს...
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოიკვეთა ადამიანის ორი ორგანო, რომე...