მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაღესტანში 5 ადამიანი ციმბირული წყლულით დაავადდა

ციმბირული წყლული დაღესტანში

დაღესტანში 5 ადამიანს ციმბირული წყლულით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაში აცნობეს.

ყველა ინფიცირებული სპეციალურ ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალოდ მძიმე. ყველა მათგანს კანზე ინფექციის შესაბამისი გამოვლინება აღენიშნება.

დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პაციენტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან ინფიცირდნენ, როდესაც პირუტყვის დაკვლის შემდეგ ხორცს ამუშავებდნენ.

ცნობისთვის, ციმბირული წყლული - განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს, ძირითადად, შინაური ცხოველებისგან გადაეცემა. მისი გამოვლინებაა ინტოქსიკაცია და კანზე ანთებითი პროცესების განვითარება.